top of page

რენტგენოგრაფიული კვლევა

30 min
50-150 ლარის შუალედი

Service Description

ჩვენს კლინიკაში ცხოველის მეპატრონეს შეუძლია, ჩაიტაროს გულ-მკერდის, ყბა-სახის, მუცლის ღრუს, კიდურების, ხერხემლის ცალკეული და სრული რენტგენოლოგიური კვლევა (კონტრასტი/ბარიუმი) უახლესი ვეტერინარული ციფრული აპარატის გამოყენებით. რენტგენოგრაფი მუშაობს როგორც კატაზე და ძაღლზე, ასევე - რეპტილიებზე, ფრინველებზე და სხვადასხვა ცხოველზე. აპარატი გამოირჩევა მაღალი გარჩევადობითა და გადაღებული სურათის დეტალიზაციით. რენტგენოგრაფიული ციფრული სურათის ფასი: 50 ლარი კონტრასტით: 150 ლარი ბარიუმით: 100 ლარი ანესთეზიის შემთხვევაში, თანხა დაითვლება კლინიკაში, ცხოველის წონისა და აუცილებელი წინასაოპერაციო ანალიზების გათვალისწინებით. ციფრული ფოტო პაციენტს გადაეცემა CD დისკზე და, სურვილის შემთხვევაში, გაიგზავნება წინასწარ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. გაფრთხილება! 1. კვლევა ტარდება ცხოველის მეპატრონის თანდასწრებით. 2. აგრესიული ცხოველების გადაღება მოხდება სედაციური პრეპარატების გამოყენებით მეპატრონის თანხმობის საფუძველზე ან მეპატრონემ თავად უნდა უზრუნველჰყოს ცხოველის საჭირო პოზიციაში დაჭერა/დამშვიდება. 3. თუ ცხოველი არის ისეთ კლინიკურ მდგომარეობაში, რა დროსაც ვერ გამოიყენება სედაციური საშუალებები და ვერ ხერხდება ცხოველის რენტგენოგრაფიული კვლევისას საჭირო ფიქსაცია, კლინიკა იძულებული იქნება, კვლევის ჩატარებაზე განაცხადოს უარი.


bottom of page