top of page

ტრაქეის სტენდირება

2 hr
სირთულის მიხედვით

Service Description

ტრაქეის სტენდირება შინაურ ცხოველებს განსაკუთრებით მინი ჯიშის ძაღლებს აღენიშნება ტრაქეის შევიწროვება, კოლაფსი, რასაც ცხოველი დროთა განმავლობაში ჰიპოქსიამდე მიჰყავს. სიმპტომები: ხველება, ქოშინი, ჰიპოქსია, ენის სილურჯე. დიაგნოსტიკა: ტრაქეის შევიწროვების დიაგნოსტირება რენტგენოლოგიური კვლევის და ბრონქოსკოპიული კვლევის შედეგად შეგვიძლია დავადგინოთ. მკურნალობა: აღნიშნული პრობლემის მოგვარება თანამედროვე ვეტერინარიაში მოგვარებადია, დღეს ჩვენს კლინიკაში შეგვიძლია გამოვიყენოთ უახლესი სტენდები რომელიც ბრონქოსკოპის საშუალებით უშუალოდ ტრაქეის შევიწროებულ ადგილას იშლება და ცხოველს აქვს საშუალება ცხოვრება გააგრძელოს მისთვის ჩვეულებრივი დღის წესრიგით. პროცედურა: პროცედურა მსუბუქი ანესთეზიის ქვეშ მიმდინარეობს, უშულოდ ბრონქოსკოპით. ვეტერინარი ათავსებს სტენდს ტრაქეაში რამოდენიმე წუთში.


bottom of page