top of page

ულტრასონოგრაფია

30 min
25-50 ლარის შუალედი

Service Description

კლინიკა My Friend-ში თქვენ დაგხვდებათ უახლესი ვეტერინარული 3D ულტრასონოგრაფიის აპარატი mindray Z60, რომელსაც აქვს უნარი, ხანმოკლე დროში, ვეტერინარს მისცეს საშუალება, ცხოველის ორგანოების და მისი მუშაობის შესახებ მიიღოს დეტალური ინფორმაცია ფერად და შავ-თეთრ რეჟიმში. აპარატს გააჩნია სამი გადამწოდი, მათ შორის - კარდიოლოგიური. ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია, დათვალიერდეს: საშარდე სისტემა, საჭმლის მომნელებელი სისტემა, გულსისხლძარღვთა სისტემა, რეპროდუქციული სისტემა და ვეტერინარისათვის საჭირო სხვა ორგანო, თუ სისხლძარღვოვანი სისტემა დოპლეროგრაფიის ფუნქციით. პროცედურა სრულიად უმტკივნეულოა, საჭიროებს ცხოველის ფიქსაციას. პროცედურას ცხოველის მეპატრონე ესწრება. აგრესიული ცხოველის შემთხვევაში, შესაძლებელია, კვლევა ჩატარდეს ანესთეზიით. პროცედურის დროს, აუცილებლობის შემთხვევაში, შეიძლება ვეტერინარმა საჭიროდ ჩათვალოს ცხოველის კონკრეტული მიდამოს გაპარსვა საკრეჭი მანქანის მეშვეობით. პროცედურის დროს ცხოველი მუშავდება გამოხდილი წყლითა და სპეციალური გელით, რომელიც წყლის ბაზაზეა დამზადებული და სავსებით უსაფრთხოა. პროცედურის ფასი: ნებისმიერი ორგანოს დათვალიერება: 50 ლარი წინასაოპერაციო პაციენტების გულის სკრინინგი: 25 ლარი


bottom of page